მამუკა მდინარაძე - პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია - ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას

პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია - ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა. ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ აქციაზე მყოფები თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატავდნენ. მდინარაძის თქმით, ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს, რომელიც აქციაზე დგას.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის ამბობს, რომ არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას და ჩვენც ასე ვიცნობთ მას. პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია, რომ ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას. როდესაც ელემენტარული მონაცემები იქნება გამოძიებიდან, რომელიც არ უნდა გაგრძელდეს თვეები და წლები, ამაზე დაყრდნობით შეგვეძლება კონკრეტული დასკვნების გამოტანა და შემდეგ უფრო ზუსტად შეგევძლება იმაზე საუბარი, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, შეიძლება თუ არა მინისტრ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც წააქეზეს გულწრფელი ადამიანები.

მთავარია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ აქციაში იღებს მონაწილეობას, გამოხატავდეს თავის პროტესტს, თავის ემოციას მშვიდობიანი ფორმით. მათ შეიძლება ყოველთვის გამოხატონ ეს პროტესტი და ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა მოუსმინოს თითოეულ ადამიანს. თქვენ ნახეთ, რომ ზოგჯერ არის ხოლმე ხელისუფლებაში ცდუნება, რომ აქციაში მონაწილე ადამიანების სიმცირის გამო, საუბარზე არ წავიდნენ. ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას, ვუსმენთ თითოეულ ადამიანს, როემლიც აქციაზე დგას,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა