საფრანგეთი საქართველოს 13 მოქალაქეს დაატოვებინეს

საფრანგეთი საქართველოს 13 მოქალაქეს დაატოვებინეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ჩარტერული ავიარეისით საქართველოს 13 მოქალაქე, 5 ოჯახი დაბრუნდა.

ტულუზა-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს ის მოქალაქეები დაბრუნდნენ, რომლებიც აღარ აკმაყოფილებდნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის პირობებს.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025