დიმიტრი ხუნდაძე - 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე 2 სამართალდამცავი თურქეთში არა დასასვენებლად, არამედ სამკურნალოდ გაემგზავრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, 20-21 ივნისს, აქციის დაშლისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ხუნდაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 6 ადამიანი განაგრძნობს მკურნალობს.

„სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი. მათ შორის 3 განაგრძობს მკურანლობას რეგიონალურ ჰოსპიტალში. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილები არიან ალადაშვილის კლინიკიდან, ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მოიხსნა მართვის სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და შემდგომი რეაბილიტაციისათვის იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ მკურანლობა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია.

რაც შეეხება ორი სამართალდამცველის სტამბოლში დასასვენებლად წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ხუნდაძის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შსს-ს ორი წარმომადგენელი თურქეთში სამკურნალოდ წავიდა.

„გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, ანტალიაში დასასვენებლად გაემგზავრა, რაც არის ასევე სიცრუე, ვინაიდან დაშავებულ ერთ სამართალდამცველს დაზიანებული აქვს შუბლის ძვალი და აღენიშნება ჰემატომა, რის გამოც მას თურქეთში, კერძოდ სტამბოლში, ჩაუტარდება რიგით მესამე ოპერაცია. ხოლო მეორე სამართალდამცველს აქვს თვალის გუგის ტრავმული დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში, აჩიბადენის ჰოსპიტალში“, - განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არ ჰყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად და სამართალდამცველებად, პოლიცილებად და პოლიტიკოსებად. მისი თქმით, მათთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო