რუსთაველის ძეგლთან „ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ

რუსთაველის ძეგლთან პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციის მონაწილეებს და თავისუფლების მარშს უერთდებიან.

პარტიის ლიდერებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მათი მხარდამჭერები აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან უერთდებიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ახალგაზრდებთან ერთად აქციას ე.წ. მამების თაობაც უნდა შეუერთდეს, რათა შვილებს ხელისუფლებისგან მოსალოდნელი საფრთხე აარიდონ თავიდან.

„ამ 10 დღის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა რომ არ ვყოფილიყავით ახალგაზრდების გვერდით. მე მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქე უნდა შეუერთდეს და უნდა მონაწილეობდეს ის თაობა, რომლებიც ვართ მამების თაობა, რათა ჩვენს შვილებს ავაცილოთ ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო უგუნური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს მუხტი დაეცემა, ძალიან ცდება, კიდევ ერთხელ ვურჩევ ბიძინა ივანიშვილს შეელიოს გახარიას", - განაცხადა ბობოხიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა