ოთარ კახიძე - შს მინისტრი უნდა გადადგეს და ჩვენ დავიწყოთ მზადება არჩევნებისთვის

მთავარი იქნება მზადება არჩევნებისთვის, რომ დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩვნების დემოკრატიულად ჩატარების და გიორგი გახარიას გადადგომის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა.

„დღევანდელი აქცია არის მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს და ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება არჩევნებისთვის, ვინაიდან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა. უნდა გაუქმდეს ყველა ის მავნებლური რეგულაცია, რომელიც დღითიდღე ანგრევს ჩვენს ეკონომიკას, შემცირდეს გადასახდი საწვავზე და აუცილებელია აგრეთვე საპენსიო რეფორმის შეჩერება. ამ ნაბიჯებმა უნდა მისცეს შვება საზოგადოებას, მაგრამ მთავარი იქნება მზადება არჩევნებისთვის, რომ დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან", - განაცხადა კახიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა