აქცია პარლამენტის 19:00 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორებმა გუშინ მსვლელობაც გამართეს. „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, 19.00 საათზე კი პარლამენტის წინ შეკრებილებს შეურთდნენ.
გუშინ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის ნაწილიც შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ თეთრი ბანერი მიიტანეს წარწერით - „წადი“, რომელზეც გამოსახული იყო თვალახვეული გიორგი გახარია.
შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე განახლდება