გიგი წერეთელი -  პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა საპროტესტო საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა

ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, პროპორციული არჩევნებზე გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მიღწევა იმ საპროტესტო საზოგადოების, რომელიც დღეს თბილისში პარლამენტის წინ სრულიად სამართლიანად დგას. ამასთან მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა საკითხი არ ყოფილიყო განხილვის საგანი, თუმცა საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა აღნიშნული გადაწყეტილება მიეღო.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემა დიდი ხანია იხილება და დიდი ხანია ხელისუფლება ჯიუტად უარყოფდა და ცდილობდა, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო განხილვების საგანი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად ხელმოწერებისა და სხვადასხვა საპარლამენტო აქტივობებისა, ოპოზიციის მხრიდან, ეს საკითხი მაინც 2024 წელს გადავიდა.

დღეს, ზეწოლის შედეგად, უკვე პრაქტიკულად მთელი ჩვენი საზოგადოების, იძულებულნი გახდნენ, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ნულოვანი თუ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემას თავისი ნაკლოვანებები აქვს და ამაზე აუცილებლად მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად გაცილებით ჯობს და შეუდარებლად უკეთესია ვიდრე არსებული მაჟორიტარული სისტემა, რომლის პირობებშიც, როგორც ჩვენ ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოიგო ყველა არჩევნები, ყველა ოლქი. პრაქტიკულად, გამოიყენა ყველა საშუალება რაც მის ხელში იყო, შესაბამისად მოახდინა მაჟორიტარული სისტემის დისკრედიტაცია, რაც შესაძლებელია სამართლიან გარემოში სრულიადაც არ იყოს ასეთი კრიტიკის საგანი“,-აცხადებს გიგი წერეთელი.

ამასთან, გიგი წერეთელის თქმით, უმოკლეს დროში კონსულტაციები უნდა დაიწყოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა რეკომენდაციები სწორად იქნას გათვალისწინებული.

„თუკი არ იქნება ასევე მკაფიო წესები, არ იქნება მაქსიმალურად ლიმიტირებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არაუფლებამოსილი პირების, კრიმინალური სამყაროს და სხვა ჩართვა ასეთ პროცესებში, ფინანსური გამჭვირვალობა, საარჩევნო ადმინისტრაციების მიუკერძოებლობა და ყველანაირი მანიპულაციების მინიმუმამდე დაყვანა, რა თქმა უნდა ნებისმიერ სისტემაში შესაძლებელია არჩევნების დისკრედიტაცია და მითუმეტეს ხელისუფლების მხრივ ბოროტად გამოყენება მათ ხელთ არსებული ბერკეტების.

უმოკლეს დროში უნდა დაიწყოს კონსულტაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან . ეს არის ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა ორგანიზაციები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ვინც ძალიან კრიტიკული დასკვნები დადო წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია მისცა საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ, ეს პროცესი უნდა წარიმართოს სწორედ მიმართულებით, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილების რისკები და საფრთხეები“,-აცხადებს წერეთელი.

ინფორმაციას პარტიის "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო