ანონსი  1 ივლისი

1 ივლისს, 08:00 საათზე, დაიწყება რეგისტრაცია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისათვის. 09:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მედიისთვის გააკეთებენ განცხადებას თბილისის №103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში.

მის: მესხეთის ქ. №72.

1 ივლისს, 10:00 საათზე, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესტუმრება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი იმ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს, რომლებიც პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადებას გადიან და სპეციალურ პროფესიულ განათლებას ეუფლებიან.

მის: ბ. ჭიჭინაძის ქ #10 (აფრიკის დასახლება)

საკონტაქტო: თეო მაზიაშვილი 595 050 027 ლილი გოგოხია 595161660

1 ივლისს, 10:30 საათზე, პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

1 ივლისს, 11:00 საათზე , მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნები და ხელისუფლების რეაგირება.

მის: ა.წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე “მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

1 ივლისს, 12.00 საათზე, პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ევროსაბჭოში რუსების დაბრუნება

საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 ივლისს, 14:00 საათზე ,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე შერატონ მეტეხი პალასში საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას დაესწრება.

1 ივლისს, 14:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივის - “პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი“

საკონტაქტო: თეა ჩუბინიძე - 557 744 487; ნათია ბრეგვაძე - 557329 755

1 ივლისს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით რუსთავის საგამოცდო ცენტრში მედიისთვის გააკეთებს განცხადებას.

მის: რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა, ქუთაისის ქ. N6.

1 ივლისს, 16:00 საათზე, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას აწყობს.

მისამართი: მარჯანიშვილის მეტროსთან, "ქალაქპროექტის" ყოფილ შენობაში.

1 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

1 ივლისს, 18:15 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ახალი პროექტის, „ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“, პრეზენტაცია შედგება.

პროგრამის გახსნას დაესწრებიან: ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორი როზარია პუგლისი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა, პროგრამის მენტორები, ლექტორები და პროექტის მონაწილეები.

მის: წინამძღვრიშვილის ქ 162( ნატოს სამეკავშირეო ოფისი)

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი 599-88-15-05

1 ივლისს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლ „მთვარის მოტაცების“ პრემიერას გამართავს. სპექტაკლი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

მის: დავით აღმაშენებლის 164

საკონტაქტო პირი: ხათუნა მაჭავარიანი; ტელ.: 599 13 99 14.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს