ლევან იზორია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ იმ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადებას გადიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადებას გადიან და სპეციალურ პროფესიულ განათლებას ეუფლებიან.

„ჩვენ უკვე წელზე მეტია, ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და ვასაქმებთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, თუმცა დასაქმებამდე ისინი იღებენ ამ პროფესიულ ცენტში შესაბამის უნარებს, ცოდნას, იმისთვის, რომ შეძლონ მიღებული ცოდნის საფუძველზე კონკრეტული პროფესიული საქმიანობის განხორციელება. დღეიდან ვიწყებთ ამ თანამშრომლობის გაფართოებას. თუ გასულ წლებში ძირითადად ორიენტირებული ვიყავით შიდაუწყებრივ მოთხოვნებზე, ჩვენ უკვე ვაფართოებთ თანამშრომლობის სპექტრს და გვინდა, აქ დაუფლებული უნარ-ჩვევებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ასევე დასაქმდნენ უწყების მიღმა, მოთხოვნების შესაბამისად, კერძო სექტორშიც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის მაქსიმალურად გაუმჯობესებისკენაა მიმართული, ხოლო ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მაქსიმალური შესაძლებლობების უზრუნველყოფაა მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, პროფესიული დასაქმებისთვის.

„საუბარია არა მხოლოდ საქართველოს კერძო ეკონომიკურ სპექტრზე, არამედ მათ შორის საერთაშორისო ბაზარზეც. იმიტომ, რომ აქ აქტიურად ჩართულები არიან სწორედ საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენს სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ უკვე თავიანთი ცოდნა და კვალიფიკაცია მოახმარონ კერძო სექტორსაც, როდესაც ისინი ამოწურავენ პროფესიულ სამსახურს ჯარში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 71 სამხედრო მოსამსახურე გადის გადამზადებას, თუმცა მათი რაოდენობა გაიზრდება.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა