ირაკლი კობახიძის განცხადებით, სერგეი გავრილოვი ჭიქით ხელში სურათის გადასაღებად მასთან თავად მივიდა

ეს იყო პროვოკაცია, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, გრძნობდა თუ არა უხერხულობას, როდესაც 19 ივნისს ცერემონიების სასახლეში სერგეი გავრილოვთან ერთად ღვინის ჭიქით ხელში საერთო ფოტო გადაიღო.

კობახიძის განმარტებით, გავრილოვი თავად მივიდა მასთან სურათის გადასაღებად, რაც ისეთივე პროვოკაციული ნაბიჯი იყო, როგორც მეორე დღეს მისი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა.

"როდესაც დგახარ ერთ ადგილზე და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გაიქცევი. ესეც სამწუხაროდ, ერთგვარი პროვოკაცია იყო. ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ მეორე დღეს ვიხილეთ. ეს შეგნებული იყო თუ არაშეგნებული, შინაარსობრივად, თავისთავად ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის, რა არის კონტექსტი და ბუნებრივია, სტუმარმაც და მასპინძელმაც უნდა იმოქმედოს ამ კონტექსტის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სტუმარმა,"- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო