ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან რამდენიმე ახალგაზრდა გამოატარეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან რამდენიმე ახალგაზრდა გამოატარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა აბიტურიენტმა განუცხადა.

„ჩემთან ერთად ალბათ, ათამდე ბავშვი გამოუშვეს. ახლა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თქვეს, რომ მხოლოდ იმათ გამოუშვებდნენ, ვისაც წელს ჰქონდა სკოლა დამთავრებული. ბევრი სახლში დაბრუნდა, ბევრი ადგილზე რჩება და ელოდება, რომ გამოუშვებენ. რა პრინციპით ხდება გამოშვება, არ ვიცი. ბევრს უკან აბრუნებენ“, - ამბობს აბიტურიენტი, რომელმაც ზუგდიდში გადმოსვლა შეძლო.

27 ივნისს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, აბიტურიენტების ნაწილმა ეროვნულ გამოცდების დღევანდელ სესიაზე მისვლა ვერ მოახერხა. წელს ეროვნულ გამოცდებზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 150-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ისინი ოკუპირებულ გალში 27 ივნისს სასკოლო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდნენ. ამავე საღამოს კი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. აბიტურიენტების ნაწილმა გამოცდებისთვის გადმოსვლა სხვადასხვა გზებით და მათ შორის, ფულის სანაცვლოდ მოახერხა.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს