მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 10 მილიონ დოლარს, რომელიც აქციების დაგირავებით მიიღეს, ანაკლიის პროექტში მიმართავენ

10 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ Renaissance Capital-ისგან საკუთარი აქციების დაგირავებით მიიღეს, ანაკლიის პროექტში იქნება მიმართული,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიში“ განუცხადეს.

ამასთან, „თიბისიში“ აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქციების გაყიდვას არ განიხილავენ.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადასტურებენ, რომ აქციების გაყიდვა არ განუხილავთ. აღნიშნული ოპერაციები შესაძლებელია მომავალშიც განხორციელდეს, რაც მათ დამატებითი სახსრების მობილიზების საშუალებას მისცემთ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში ეს სახსრები მიმართული იქნება ანაკლიის პროექტში”,- აცხადებენ „თიბისიში“ „ინტერპრესნიუსთან“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა