მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ათი დღით დააპატიმრა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

ოპოზიციონერს ბრალად 12 ივნისს ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდასაჭერ მიტინგში მონაწილეობა ედება, რომელიც ხელისუფლებასთან არ იყო შეთანხმებული.

პოლიტიკოსის ადვოკატის ვადიმ კობზევის განცხადებით, ნავალნის დაკავება უშუალოდ პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება. სასამართლო დარბაზში ალექსეი ნავალნიმ განცხადება გააკეთა: „მოსკოვში არჩევნები ტარდება. მე აქტიურად ვმართავ კამპანიას პარტია „ედინაია რასიას“ წინააღმდეგ. იმისთვის, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები მხარდაჭერის გარეშე დატოვონ, საჭიროა ჩემი იზოლირება“, - განაცხადა ნავალნიმ.

8 სექტემბერს მოსკოვში ქალაქის სათათბიროს არჩევნები ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო