გრიგორი კარასინი - საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ მოცდა მოგვიწევს

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, პრინციპულად ჩვენ მზად ვიყავით გაუქმებისთვის, მაგრამ არ აეწყო, არ გამოვიდა, მოგვიწევს უკეთეს დრომდე მოცდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კარასინი შეეხო საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების, კერძოდ, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის წინაპირობებსაც.

„ჩვენ ველოდებით საქართველოში სიტუაციის ნორმალიზაციას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის გაქრობას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა