ვლადიმერ კონსტანტინიდი - ჟენევის ფორმატში ყველა აქტუალური საკითხის დასმას ვაპირებთ, თუმცა ყურადღება ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გამახვილდება

ჟენევის ფორმატში საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის დასმას, რომელიც აქამდეც აქტუალური იყო, თუმცა ყურადღება ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გამახვილდება -, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

„საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის დასმას, რომელიც აქამდეც ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდების დღის წესრიგში იყო. ეს გახლავთ გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია, არსებული მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას. ჟენევის მოლაპარაკებას აქვს თავისი დღის წესრიგი. კომისია აგრძელებს მუშაობას, ეს არის 48-ე რაუნდი და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი კიდევ ერთხელ დაისმევა აქტიურად. თუმცა, ხაზგასმა მოხდება ბოლო მოვლენებზე“,- განაცხადა კონსტანტინიდმა.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატის შესაძლო გაუქმებას, კონსტანტინიდის თქმით, ამის ალბათობა არ არსებობს.

„ასეთ ალბათობას ჩვენ ვერ ვხედავთ“,- აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს