ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, საკრებულოში  გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „არტ ნოვო სტუდიის“ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. საკრებულოს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, საკოლექციო ფაიფურის თოჯინები, ნახატები, თემატური მაკეტები, ასევე სტუდიის მოსწავლე შშმ პირთა ნამუშევრები.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საკრებულოს დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ მიმართა. მან მოსწავლეებს წარმატებები და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.

„დღევანდელი გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია სტუდიის აღსაზრდელებისათვის. ეს მათთვის არის კარგი შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავისი შემოქმედება. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი რომ ამ პროექტში შშმ პირები არიან ჩართული და დღეს მათი ხელით შექმნილი ნამუშევრებიც ვიხილეთ. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები და შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვო“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.

ექსპოზიციის ფარგლებში, შემოქმედებითი კონკურსიც გაიმართა, გამარჯვებული კი ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდა.

მოსწავლეთა ნამუშევრები საკრებულოს დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.

2017 წელს დაარსებულ „არტ ნოვო სტუდია“ -ს დღეისთვის 40 აღსაზრდელი ყავს. სასწავლო კურსი მოიცავს ხელოვნების ყველა დარგს არტ თერაპიის ჩათვლით. სტუდიის მოსწავლეებს შორის შშმ და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა