აშშ-ს ქალაქებში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში გაიმართა. პრეზენტაცია, დეგუსტაციებთან ერთად, ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის შესახებ სემინარს მოიცავდა. ღონისძიებებს ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

აღნიშნული პრეზენტაციები დაფინანსებული იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’ გახლდათ.

ქართული ღვინის წარდგენას ქართველი ღვინის მწარმოებლები, ადგილობრივი ღვინით მოვაჭრეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი. ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. 2019 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 354 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა