ნიკა მელია - ძალიან უნდოდათ, რომ პატიმრობა დამდგარიყო, თუმცა სიჩქარეში ბევრი რამ ვერ გათვალეს და ახლა ჩიხში არიან

ძალიან უნდოდათ, რომ პატიმრობა დამდგარიყო, თუმცა სიჩქარეში ბევრი რამ ვერ გათვალეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკა მელიას პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ მას ორი შეზღუდვა უნდა მოუხსნას, რომლიდანაც ერთ-ერთი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას ეხება.

„ჩვენ გავასაჩივრეთ ოთხიდან ორი შეზღუდვა. ერთი - ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა მე თავისუფლად უნდა მომეცეს იმიტომ, რომ მე იმავე უფლებებით ვსარგებლობ, რითაც დანარჩენი 149 დეპუტატი და მეორე - უნდა მოიხსნას შეზღუდვა უკვე არსებულ მოწმეებთან და პოტენციურ მოწმეებთან ურთიერთობისა. ეს შეიძლება 300 ადამიანამდეც ავიდეს. ვფიქრობ ეს ყველაფერი, რაც ამ საქმის გარშემო ხდება, სამართლებრივი განუვითარებლობის კლასიკური მაგალითია. უბრალოდ ძალიან უნდოდათ, რომ შედეგი პატიმრობა დამდგარიყო. სიჩქარეში ვერ გათვალეს ბევრი რამ და ახლა არიან ჩიხში, მაგრამ ეს ჩიხი უფრო ღრმა არის, ვიდრე მათ ჰგონიათ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა