„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროსტიტუციისა და ნარკომანიის შედეგები ეროვნულ ანგარიშებში აისახება

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წელს არაკანონიერი საქმიანობის შედეგებს გამოაქვეყნებს, მათ შორის ისეთების, როგორიცაა - პროსტიტუცია და ნარკომანია, - ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წელს „საქსტატი“ ეროვნული ანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე გადადის, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. როგორც თოდრაძემ აღნიშნა, ახალი მეთოდოლოგიით შედგენილი ანგარიშები უკვე 2019 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.

„მიმდინარე პერიოდში უკვე დავიწყეთ დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევები, ანუ ისეთი საქმიანობის კვლევები, რომელიც არის აღურიცხვადი. ვგულისხმობთ, ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგებს. მაგალითად, შეიძლება რომელიმე კონკრეტულ სექტორში უფრო მეტი იყოს წარმოებული, მაგრამ აქამდე მხოლოდ გარკვეული ნაწილის დეკლარირება ხდებოდა. ეს გამოკვლევები კი იმას ემსახურება, რომ უფრო ზუსტად შევაფასოთ ჩრდილის მოცულობა. განახლებული, გაუმჯობესებული მონაცემები კი 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ეროვნულ ანგარიშებში უკვე იქნება ასახული. ამასთან, გვინდა 15 ნოემბრიდან ჩვენს ანგარიშებში ავსახოთ არაკანონიერი საქმიანობის შედეგებიც, როგორიცაა მაგალითად, პროსტიტუცია და ნარკომანია. ამის შეფასება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება და მოდელის შემუშავებაზე ვმუშაობთ,“- აღნიშნა თოდრაძემ.

იხილეთ ვიდეო: პროსტიტუციისა და ნარკომანიის მონაცემები საჯარო გახდება - "საქსტატი" არაკანონიერი საქმიანობის შედეგებსაც გამოაქვეყნებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს