ადვოკატი - ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის და არც იქნება

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულ ნიკა მელიას უნდა შეუცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლის თანახმად, მელიას თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული აქვს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და თუკი მეორე ინსტანციამ დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკამყოფილა, ისინი საკონსტიტუციო სარჩელს მოამზადებენ.

„დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა აღკვეთის ღონისძიების შემზღუდავი ღონისძიებების ნაწილი, კერძოდ, სადაც ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტუტუციასთან. გუშინ ჩვენ დაგვიკავშირდნენ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიიდან და გვაცნობეს, რომ დაცვის მხარის საჩივარი დასაჩვებად იქნა ცნობილი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, როგორც მინიმუმ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს სამართლებრივი განმარტებები და ეს განჩინება, რომლის ნაწილში არის საკმაოდ ბუნდოვანი ჩანაწერი, ხოლო მეორე ნაწილში, სადაც პირდაპირ შემზღუდავ ღონისძიებას, კერძოდ კი ნიკა მელიასათვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ეხება, უნდა შეიცვალოს, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში აღნიშნული განჩინება კიდევ ერთხელ ვამბობ, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

ჩვენ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გასწორდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვრჩება ერთადერთი გზა, რომ მოვამზადოთ საკონსტიტუციო სარჩელი და მივმართოთ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს", - განაცხადა კონდახიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, რომლის თანახმად ბრალდების მხარე დღესაც უალტერნატივოდ ითხოვს ნიკა მელიასთვის დაპატიმრების ღონისძიების შერჩევას, ადვოკატი განმარტავს, რომ ამის არც სამართლებრივი მოცემულობა და არც ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

"არ მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელიასთან მიმართებაში დაპატიმრების ღონისძიება იქნება შერჩეული. დღემდე არანაირი დარღვევა არ ყოფილა, ჩვენ ჩაბარებული გვაქვს პასპორტი გენერალურ პოროკურატურაში, მზაობა გვაქვს, რომ გადავიხადოთ გირაო, 20 დღე გვაქვს მოცემული. პატიმრობის გამოყენების არავითარი საფუძველი არ არის და არც იქნება", განაცხადა კონდახიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს