ლევან ხაბეიშვილი - დღეს ნიკა მელიას საქმეს იურიდიულად არ განვიხილავთ, განვიხილავთ, რამდენად „დაფშტვენილი“ აქვს ბიძინა ივანიშვილს

დღეს ჩვენ სასამართლოში კი არ ველოდებით განაჩენს, ველოდებით, რამდენად ადეკვატურია და რამდენად გასულია მომსახურების ზონიდან ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი ადეკვატურია, მაშინ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება.

„დღეს ჩვენ სასამართლოში კი არ ველოდებით განაჩენს, ველოდებით, რამდენად ადეკვატურია და რამდენად გასულია მომსახურების ზონიდან ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ მათ შორის პროკურატურაზე და სასამართლოზე ძალადობს ფაქტობრივად, ეს კაცი და კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც ეს ადამიანი იღებს.

დღეს ბიძინა ივანიშვილის ნებით შესაძლოა, შეუფარდონ პატიმრობა ნიკანორ მელიას, რომელიც იურიდიული ჩარჩოებიდან აბსოლუტურად გასული იქნება. თუ შედარებით ადეკვატურია ეს კაცი, მაშინ დატოვებენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რეალურად სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობს და მთელი ეს პროცესი პოლიტიკურია.

„ამ საქმეს იურიდიულად არ განვიხილავთ. განვიხილავთ იმას, რამდენად „დაფშტვენილი“ აქვს, პირდაპირი მნიშვნელობით, ბიძინა ივანიშვილს. თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილებას იღებდნენ მოსამართლეები ივანიშვილის დავალებით, დიპლომატებმა სერიოზული როლი შეასრულეს იმაში, რომ ამის გაკეთება რეალურად სწორი და ნორმალური არ არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და განვითარებისთვის. იმიტომ კი არა, რომ რადგან ნიკა მელიას დააკავებდნენ, ამით ქვეყანა დაიქცეოდა, ამით დემოკრატიას შეექმნებოდა პრობლემა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა