თინა ბოკუჩავა - ნიკა მელიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად ბიძინა ივანიშვილის განწყობებზეა დამოკიდებული

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად ბიძინა ივანიშვილის განწყობებზეა დამოკიდებული.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომაც სწორედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის „შიშებიდან და ფობიებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება“. მისივე თქმით, ქვეყანაში დამოკიდებელი სასამართლო არ არსებობს და ასევე ბიძინა ივანიშვილმა ფიქციად აქცია პარლამენტიც.

„სრულ ფიქციად აქცია ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტი, როდესაც 91-მა დეპუტატმა იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ მისთვის პატიმრობა შეეფარდათ. შემდგომ ასევე სასამართლოც აბსოლუტური ფიქცია იყო და მხოლოდ ივანიშვილის შიშებიდან და ფობიებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება. მას ძალიან სურს, რომ პოლიტიკურად გაანეიტრალოს ნიკა მელია, იმიტომ, რომ მასში ხედავს საფრთხეს. უკვე მრავალი წელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს საფრთხეს ივანიშვილი და ასევე პერსონალურად ნიკა მელიაში, რომელიც ძალიან აქტიური და შეუპოვარია. სწორედ აქედან გამომდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მას შეუზღუდოს საჯარო გამოსვლები საზოგადოებრტივი თავშეყრის ადგილებში, ასევე ის მოთხოვნა, რომ პროკურორს შეატყობინოს, როდესაც ერთი ადგილიდან მეორეში სურს გადაადგილება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომლითაც მელიას გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა, ანტიკონსტიტუციურია.

„ვნახავთ, ახლა რამდენად გამწვავებული აქვს ივანიშვილს საკუთარი ფობიები ერთი მხრივ და მეორე - რამდენად შეუძლია, ჯერ კიდევ რაღაც ჯანსაღი აზრი თუ აქვს მის ირგვლივ ვინმეს დარჩენილი, რომ ურჩიონ - მთავარი ოპოზიციური ძალის, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეზე, ასეთი ტიპის დევნის განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის და მისი პოლიტიკური პროექტისთვის იქნება უკიდურესად დამაზიანებელი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა