მურთაზ ზოდელავა - გვაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელიას შეზღუდვები მოეხსნება, რადგან ის არის ანტიკონსტიტუციური

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა იმედოვნებს, რომ თბილისის სააპელაციო სასასამართლო დააკმაყოფილებს ბრალდებულ ნიკა მელიას ადვოკატის საჩივარს, რომლის თანახმად, დაცვის მხარე ითხოვს მოეხსნას მელიას პირველი ინსტანციის მიერ დაწესებული შეზღუდვები თავისუფლად გადადგილების ნაწილში.

როგორც ზოდელავამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ინტეპრესნიუსს" განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ზოდელავას თქმით, პროკურატურას მელიასთვის ბრალის დასამტკიცებლად არანაირი სამხილი არ აქვს, ამიტომ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საუბარი ზედმეტია.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შეზღუდვები მოიხსნება, იმიტომ, რომ არის ანტიკონსტიტუციური. შეუძლებელია პარლამენტის წევრი შეზღუდო ისეთ უფლებებში, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ამიტომ, მოლოდინი გავქვს, რომ დაკმაყოფილდება ნიკა მელიას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი. ასევე გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბარიერების კონსტრუქცია, რომელიც ააგო პირველი ინსტანციის მოსამართლემ, არის უკანონო და ის უნდა დაირღვეს", - განაცხადა ზოდელავამ.

მისი განმარტებით, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ვალდებული იყო, რომ პარლამენტში მისულიყო და მელიას ბრალეულობის შესახებ თავად ესაუბრა, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

"მათ წინაშე ეს ბრალი გენერალურ პროკურორს უნდა წარმოედგინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. მეტიც, თავისი ვერც ერთი მოადგილე ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ეს საქმე იყო რაიმე სამხილით გამყარებული. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ პროკურატურა მოახერხებს ვინმე დაარწმუნოს ნიკა მელიას ბრალეულობაში, არის ფარსი", - განაცხადა ზოდელავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო