კახა კალაძე აქციის დაშლაზე - თუ მომავალ თაობებს  არასწორად მივაწვდით ინფორმაციას, რთული იქნება ქვეყნის განვითარება და სიმშვიდე

თუ მომავალ თაობებს არასწორად მივაწვდით ინფორმაციას და გვექნება არასწორი კომუნიკაცია, მერწმუნეთ, რომ რთული იქნება ქვეყნის წინსვლა, განვითარება, სიმშვიდე და მშვიდობა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ჟუნალისტები დაინტერესდნენ, ვინ არის პასუხისმგებელი პარლამენტის გარეთ განვითარებულ მოვლენებზე და აქვს თუ არა კალაძეს ინფორმაცია, ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა: "პასუხისმგებლობაზე კარგად მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობა, როდესაც პოლიცია მოქმედებდა".

"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ ქრონოლოგიურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები. იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო. ადამიანები გამოთქვამდნენ პროტესტს და დღესაც გამოთქვამენ, ეს ნორმალურია, ამას ვერავინ შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული პილიტიკური შეხედულება ჰქონდეს, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს ამა თუ იმ საკუთხზე, ჩვენს ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს ეს ყველაფერი და ამას ვერავინ შეუზღუდავს. ეს ყველაფერი ხდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ მერე როგორ განვითარდა მოვლენები, პილიცია ხომ არ შევარდნილა, ხომ არ დაუწყია ეს ყველაფერი?!.. - ჩვენ თუ სწორ ანალიზს არ გავაკეთებთ, ძალიან რთული იქნება ამ ქვეყნის სწორად განვითარება, წინსვლა. ამას ახალგაზრდები უყურებს, ჩვენი შვილები, მომავალი თაობები და თუ არასწორად მივაწვდით ინფორმაციას და გვექნება არასწორი კომუნიკაცია პირველ რიგში ახალგაზრდებთან, მერწმუნეთ, რომ რთული იქნება ქვეყნის წინსვლა, განვითარება, სიმშვიდე და მშვიდობა",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს