ზაზა ხუციშვილი - პოლიციაში 40 ათასი თანამშრომელია, ვერც ერთი მინისტრი ვერ უზრუნველყოფს, რომ არავის მოუვა გადაცდომა - გიორგი გახარია ამოღებულია მიზანში, რადგან პოპულარული მინისტრია

პოლიციაში არის 40 ათასი თანამშრომელი. გიორგი გახარია დაახლოებით ერთი წელია მინისტრია. ვერც ერთი მინისტრი თავის უწყებაში ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ არავინ გაიხედავს ქრთამისკენ, არავის მოუვა გადაცდომა და ასე შემდეგ. გიორგი გახარია არის ამოღებული მიზანში,

იმიტომ რომ არის პოპულარული მინისტრი, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვას, უნდა დადგეს თუ არა შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ხუციშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია პირობას შეასრულებს და საქმე გამოძიებულ იქნება.

“თუ მოხდა ისეთი ფაქტი, როგორიც ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დროს, რომ არც ერთ უმძიმეს დანაშაულზე არავინ პასუხი არ აგო და პირიქით, დააწინაურეს და შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმის ორი მთავარი ფიგურანტიდან ერთი მინისტრად დააწინაურეს და მეორე პრემიერ-მინისტრად - ვგულისხმობ მერაბიშვილს და ახალაიას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი რამ არ იქნება. დადო პირობა გახარიამ, რომ გამოძიებული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირობა შესრულდება”, -აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

ხუციშვილის თქმით, გიორგი გახარიამ ის, მისი კოლეგები და პარლამენტი დაიცვა შეტევისგან.

“ეს იყო ორსაათიანი ინტენსიური შეტევა და რამდენჯერმე აქედან გაყრილი ხალხი ისევ მობრუნდა, მათ შორის მას შემდეგ, როცა გაზი გამოიყენეს, ისევ შეიკრიბნენ და უკვე უფრო მეტი შეიარაღებული რკინებით და ჯოხებით მოვიდნენ, ამიტომ ამას ხელს ნუ დავაფარებთ. თუ გვინდა ვიყოთ სამართლიანები, თქვით, რომ იყო სერიოზული შტურმი, მაგრამ დაშლის დროს, ბოლო ფაზაზე, გამოჩნდა, რომ იყო რამდენიმე გადაცდომა, ამაზე უნდა იყოს რეაგირება”, - აცხადებს ხუციშვილი.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველო“ ითხოვს, პარლამენტმა უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილოს მათ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების გამო, შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა