ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერების გასასუფთავებლად მერია სამ სპეცმანქანას შეიძენს

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერების გასასუფთავებლად მერია სამ სპეცმანქანას შეიძენს.

როგორც "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა აცხადებს, სატენდერო წინადადება სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

"დედაქალაქის მერისგან მიღებულ დავალებაზე ვამუშავებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც, ნაგვის შემკრები კონტეინერები განთავსდება მიწის ქვეშ. იქნება უფრო დიდი რაოდენობის კონტეინერები, რომელიც დღეს დგას. ვფიქრობთ, მომავალ კვირას სატენდერო წინადადებას გავუშვებთ. ახლა მიმდინარეობს ზუსტი ლოკაციის შერჩევა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციებმა არ შეუშალოს ხელი. ტიპოლოგია და მანქანები შერჩეული გვაქვს. ვფიქრობთ, 100 კონტეინერს და სამ სპეციალურ მანქანას შევიძენთ", - განაცხადა ჯღარკავამ.

თბილისის მერიის ინიციატივით, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგავშემკრები კონტეინერები მიწის ქვეშ განთავსდება. პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო