სერგი კაპანაძე - კარასინის განცხადებები არ მიკვირს - ბოლო 10 დღეში რუსეთს საქართველოში 7 წლის განმავლობაში ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა

გრიგორი კარასინის განცხადებები არ მიკვირს. ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთს საქართველოში დაენგრა შვიდი წლის განმავლობაში ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას.

მისი თქმით, აგონიაში მყოფი მუქარის განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს მოსახლეობამ და ოპოზიციამ საქართველოში რუსეთის პროპაგანდა დაამარცხა.

„ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა დონეზე, მათ შორის კარასინის და სხვა მაღალჩინისნების მხრიდან გაკეთდა ბევრი შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური განცხადება, რაც სიმართლე გითხრათ არ მიკვირს. ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთს საქართველოში დაენგრა შვიდი წლის განმავლობაში ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა. დაენგრა გავრილოვის ამბების ირგვლივ და გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ოკუპანტის წინააღმდეგ განწყობილი. მათი მხრიდან აგონიაში მყოფი მუქარის განცხადებები გასაკვირი სულაც არ არის. პირიქით, აჩვენებს, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე არა მთავრობის გამოისობით, არამედ საზოგადოების და ოპოზიციის დიდი მონაწილეობით დაამარცხა რუსეთის პროპაგანდა საქართველოში”,-აცხადებს კაპანაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა.

“ჩემთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა მოახერხეს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების მიტრიალება რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ყველაფერი პოზიტიური საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რასაც ერთობლივად ვქმნიდით 2012 წლიდან. ახალი ატმოსფერო უკვე მუშაობდა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და უკვე მოჰქონდა შედეგები”, - განაცხადა კარასინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო