პარლამენტი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის იმ სანქციების გაუქმებას გეგმავს, რომელთა დარიცხვაც ხარვეზის აღმოფხვრის მიუხედავად გრძელდება

პარლამენტი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის იმ სანქციების გაუქმებას გეგმავს, რომელთა დარიცხვაც გრძელდება მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.

ამ მიმართულებით ცვლილებები “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის და ის მხოლოდ თბილისზე გავრცელდება. კანონპროექტი უმრავლესობის წევრებმა სულხან მახათაძემ და გრიგოლ მიქელაძემ წარადგინეს.

დეპუტატების განმარტებით, საჯარიმო სანქციისგან გათავისუფლება დადებით ზეგავლენას იქონიებს იმ კეთილსინდისიერ პირებზე, რომლებმაც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მშენებლობის ვადებს გადააცილეს, თუმცა მოცემული მომენტისათვის აღნიშნული ხარვეზები სრულად აქვთ აღმოფხვრილი.

“კანონპროექტის მიღების შემდგომ ერთდროულად რამდენიმე დადებითი ეფექტის მიღება გახდება შესაძლებელი: - გაიზრდება ინვესტორთა ნდობა საქართველოს მიმართ; სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა ათასობით კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობა ქალაქის ცენტრში (ერთ-ერთი პროექტის გადაცემა შეჩერებულია იმ მიზეზით, რომ თბილისის მერია აღნიშნული მუხლის გამო შენობის ექსპლუატაციაში მიღებას ვერ ახერხებს); მერიის სამშენებლო ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო დაასრულებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესებს იმ მიმდინარე საქმეებზე, რომელთა დასრულებაც არსებული საკანონმდებლო რეგულაციით შეუძლებელია“, - აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო