ნიკა მელია - აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად - თუ დეპუტატს ამის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს

პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო. ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს.

მისივე განცხადებით, ის აუცილებლად დაესწრება როგორც პარლამენტის სხდომებს, ასევე, ყველა იმ შეხვედრას, რომელსაც ამ დრომდე ესწრებოდა. მელია აცხადებს, რომ სახლიდან გამოსვლის წინ ამის შესახებ პროკურატურას აცნობებს ხოლმე.

„ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და პარლამენტის რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, თავისი უფლებებითა და ვალდებულებებით, როგორიც არის დანარჩენი 149. ე.ი. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო. რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რა მუხლითაც შემეზღუდა პოლიტიკური საქმიანობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთანაც და რეგლამენტთანაც.

როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესაც მიმართა. მელიას განცხადებით, ის ვეღარ კარნახობს როგორ წარიმართება საქართველოში პოლიტიკური პროცესი.

„მე არ ვიცი საბჭოთა კავშირი რა არის, თუ არა ეს. თუ დამნაშავე ვარ, აქ კი არ უნდა ვიდგე, ციხეში უნდა ვიჯდე. თან მეუბნებიან არ ხარ დამნაშავე, მაგრამ სახლში იჯექიო. არ გამოვა ასე ჩემო ბიძინა. თქვენ ვეღარ კარნახობთ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში,“ - მიმართა მელიამ ივანიშვილს.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს