ბექა ნაცვლიშვილი - აუცილებელია პარტიების დაფინანსების წესის შეცვლაც

მხოლოდ პროპორციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროცესში. აუცილებელი იქნება დაფინანსების წესის შეცვლაც, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემას ექნება მისი მხარდაჭერა.

"ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ამას ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით, ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ადრე განვეკუთვნებოდი. მხოლოდ პროპორციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროცესში. აუცილებელი იქნება დაფინანსების წესის შეცვლაც. შეიძლება დადგეს რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა, როგორიც არის მაგალითად: არა სახელმწიფო დაფინანსება პარტიებს , არამედ თავად მოქლაქეებმა სურვილისამებრ უზრუნველყონ თავიანთი პარტიების დაფინანსება. მაგალითად, თუ საშემოსავლო გადასახადი არის 20 პროცენტი , 0.5 პროცენტი წარიმართოს იმ პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად , რომელიც მათთვის არის ყველაზე მისაღები. ეს გარკვეული თვალსაზრისით გამორიცხავს იმას, რომ დიდმა პარტიებმა, რომლებიც ფინანსურად ძლიერები არიან, დომინირება მოახდინონ პოლიტიკურ ველზე, როგორც ამას ყოველთვის ახდენდნენ.

ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ და შევამციროთ ფიზიკური პირების მიერ გადარიცხული თანხა და დავიყვანოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შემოთავაზებაზე, რაზეც ჩვენ საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესში ვიმუშავებთ. თუ ეს იქნება გაზიარებული, ეს იქნება ბევრად უფრო წინგადადგმული ნაბიჯი, ვიდრე უბრალოდ პროპორციული სისტემაზე გადასვლა", -აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო