ნიკა მელია - არ გამოვა ასე, ჩემო ბიძინა, - თქვენს უსამართლო დაკრულზე ცეკვას არავინ აპირებს

თქვენ ხართ, დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, თქვენ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ გახარიანად, - ამი სიტყვებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილს.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრთან ერთად პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე.

„არ გამოვა, ჩემო ბიძინა, ასე. თქვენ ვეღარ კარნახობთ, თუ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ, დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, თქვენ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ გახარიანად, მაგრამ თქვენს უსამართლო დაკრულზე არავინ ცეკვას არ აპირებს. იმის ნაცვლად, რომ მოძალადეები დასაჯოთ, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოთ იმასთან დაკავშირებით, რაზეც გაფრთხილებდით მთელი 1 კვირის განმავლობაში - ხაზი მინდა გავუსვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ოპოზიციური სპექტრი პრაქტიკულად, ვეხვეწებოდით, რომ გავრილოვი არ შემოუშვათ. ისინი აქეთ ყვიროდნენ და გვიკიჟინებდნენ, რომ თქვენ არ იცით სტუმარმასპინძლობა და ასე შემდეგ. კაცი არის მოსკოვში ჩასული და იქიდან საუბრობს, მეტიც კობახიძის სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩავმჯდარიყავიო. ვინ არის დესტაბილიზაციის წყარო, ოპოზიცია, რომელიც აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ეს არ გააკეთო და მაინც გააკეთა თუ ხელისუფლება?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს