თავდაცვის სამინისტროსა და ჩაფიძის კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში” სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეღავათიან ფასში ან/და უფასოდ შეეძლებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამედიცინო მომსახურების მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს.

თავდაცვის უწყების ცნობით, მემორანდუმის მიზანია თავდაცვის უწყების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის დახვეწა და გაუმჯობესება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო