ექსპერტი აქციაზე  გამოყენებულ ტყვიებზე - ტყვიების გამოყენებას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ინსტრუქტაჟი, რა მანძილიდან შეიძლება მისი სროლა

კონკრეტულ შემთხვევაში, რა სახის ჭურვს იყენებ, ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ინსტრუქტაჟი. ყველა ჭურვს აქვს საკუთარი მახასიათებელი, მისი ზომა და წონა განსაზღვრავს იმ მანძილს, რომლიდან გამოყენების შემთხვევაშიც წარმოადგენს ხიფათს, - ამის შესახებ კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას გამოყენებული ტყვიების შესახებ განაცხადა.

ექსპერტის თქმით, სავარაუდოდ, კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველებმა აქციაზე ოთხი ტიპის ტყვია გამოიყენეს.

"პირველ რიგში, წარმოდგენა უნდა გვქონდეს, თუ რაზეა საუბარია. საუბარია ჭურვებზე, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის იარაღიდან სასროლად. ამ შემთხვევაში, როგორც კადრებიდან ჩანდა, ეს არის ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ასევე გამოიყენება რეზინის ტყვიების სასროლად.

როგორც კადრებშია ნაჩვენები, გამოყენებულია ოთხი ტიპის ტყვია, შესაბამისად, მათი ფორმა და სპეციფიკაც სხვადასხვაა. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, თუ რომელი სახის ტყვიები იქნა გამოყენებული, უნდა მოხდეს მათი გამოკვლევა, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწყვდება, არ გვაქვს საშუალება, რომ ის ტყვია გამოვიკვლიოთ, ამიტომ ვიზუალურად რაც ვნახეთ, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. თავად ეს იარაღი არის თავდაცვითი საშუალება, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურები, ასევე რიგ ქვეყნებში რიგით მოქალაქეებსაც აქვთ ამის უფლება. ცეცხლსასროლმა იარაღმა შეიძლება ისროლოს რამდენიმე მოდიფიკაციის ჭურვი, როგორც წვრილი, ასევე მთლიანი.

კონკრეტულ შემთხვევაში, რა სახის ჭურვს იყენებ, ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ინსტრუქტაჟი. ყველა ჭურვს აქვს საკუთარი მახასიათებელი, მისი ზომა და წონა განსაზღვრავს იმ მანძილს, რომლიდანაც გამოყენების შემთხვევაშიც წარმოადგენს ხიფათს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ვინც მას იყენებს ზედმიწევნით უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი, თუ რა მანძილიდან შეიძლება მისი გამოყენება",- განაცხადა ალთუნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა