რუსი მეღვინეები - ქართულ ღვინოს ადვილად ჩავანაცვლებთ

რუსი მეღვინეები ადვილად ჩაანაცვლებენ ქართულ ღვინოებს იმპორტის აკრძალვის შემთხვევაში. მზად ვართ, მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც სასმელის კლასიკური ვარიანტები, ასევე ღვინოები განსაკუთრებული თვისებებით და პრემიუმ სეგმენტის, - ასეთი აზრი გამოთქვეს „ტასს“-თან საუბარში რუსული ღვინის კომპანიებისა და პროფილური ასოციაციების წარმომადგენლებმა.

„ადვილად მოვახდენთ ქართული ღვინის დანაკარგის კომპენსაციას. ჩვენ მშვენიერ პროდუქტს ვქმნით. სხვა საქმეა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ სწორედ ქართული ღვინო. მათთვის პრობლემა იქნება“, - განაცხადა რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტმა ლეონიდ პოპოვიჩმა.

თავის მხრივ, მეღვინეებმაც, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმაც, ასეც აღნიშნეს, რომ „რუსეთის რეგიონებში, მათ შორის ყირიმში“ ქართული ყურძნის მსგავსი ჯიშებისგან აწარმოებენ ღვინოს, მაგრამ ქართული ღვინის გემოს გამეორება და ჩანაცვლება შეუძლებელია.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო