პროკურორი  ნიკა მელიაზე - მიგვაჩნდა, რომ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა, მაგრამ ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, სააპელაციოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ დაწესებული შეზღუდვები და ამას კიდევ დაუმატა ის, რომ მელიას მიმართ გამოყენებული იქნება ელექტრონული მონიტორინგის საშუალება.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუმარტა, ელექტრონული მონიტორინგის საშუალება - ეს არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24- საათიან რეჟიმში ადამიანის გადაადგილებისა და მისი ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას.

რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დატოვებას და ასევე, საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაწესებულ აკრძალვებს, ამირან გულუაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილებაც.

შესაბამისად, მისი თქმით, ისევ ძალაში რჩება საცხოვრებელი ადგილის შესახებ საგამოძიებო ორგანოს წინასწარ ინფორმირება.

„ერთადერთი ცვლილება, რაც აღკვეთის ღონისძიების ეფქტურობის გაზრდის მიზნით იქნა დამატებით გამოყენებული, ეს არის ელექტრონული მონიტორინგის საშუალება. ბრალდების მხარეს მიგვაჩნდა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ყველა საფუძველი იმისა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიება. როგორც სააპელაციო სასამართლომ, ისე პირველმა ინსტანციამ მხედველობაში მიიღო ყველა ის არგუმენტი, რაც მოცემული იყო ბრალდების მხარის შუამდგომლობაში. რაც შეეხება მტკიცებულების ნაწილს, დღეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა მეორე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტიცებულებები იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

ბუნებრივია, ჩვენი საჩივრის ტექსტის შესაბამისად მიგვაჩნდა, რომ ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უნდა გამოყენებულიყო, არის პატიმრობა, მაგრამ ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ნიკანორ მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურა განხორციელდება მის მიმართ გირაოს შეფარდების პირობებში", - განაცხადა გულუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა