მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა, სავარაუდოდ, "თიბისი ბანკის"  პლასტიკური ბარათებითაც იქნება შესაძლებელი

საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა, სავარაუდოდ, „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათებითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკში“ განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკება სატრანსპორტო გადახდებში მონაწილე მხარეებთან მიმდინარეობს.

„თიბისი ბანკის“ სურვილია, რომ მისი ბარათებით გადახდა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი. ამასთან, სატრანსპორტო გადახდებში შეღავათებით მოსარგებლე ჯგუფებისთვის, მაგალითად, სტუდენტებისთვის, „თიბისი ბანკის“ ბარათებით გადახდა შეღავათიანი ტარიფით იყოს შესაძლებელი.

ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სატრანსპორტო გადახდებში მონაწილე მხარეებთან, რის შემდეგაც „თიბისის“ ბარათებით გადახდა ხელმისაწვდომი გახდება მეტროსა და ავტობუსებში“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თიბისი ბანკში.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათების გარდა, მგზავრებს უკვე "ვითიბი" ბანკისა და ბანკი "ქართუს" პლასტიკური ბარათებითაც შეუძლიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო