პრეზიდენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების დაწყებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ინიციატივას - „პროპორციული არჩევნები 2020"-ის თაობაზე კონსულტაციის დაწყებას, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ათონელის სასახლეში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქით, პრეზიდენტი მიირჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდა დეესკალაციის და საზოგადოებრივი თანხმობისკენ.

მოისწრაფიშვილის თქმით, პოლიტიკური დიალოგისკენ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს 21 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა და ქვეყანაში ვითარების განსამუხტად საკონსულტაციოდ და კონსესუსის მისაღწევად , პირადი ჩართულობა შესთავაზა.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია. ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც ძალაში რჩება საპრეზიდენტო პლატფორმის საკონსულტაციოდ გამოყენების შეთავაზება“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე კომენტარი გააკეთა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებასთან დაკავშირებით.

"შიდა დეესკალაციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონიმიკას და განსაკუთრებით, ამ პროცესებით გამოწვეული რყევების მიმართ მგრძნობიარე ბიზნესსფეროებს. საქართველოს პრეზიდენტი პრიორიტეტულად მიიჩნევს ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას.მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საქართველოში, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, დაცულია ყველა ტურისტისა და სტუმრის უსაფრთხოება," - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს