გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით სააკაძის მოედანზე, ახალგაზრდების მიერ აქცია-პერფორმანსი მოეწყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სააკაძის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობა შეაჩერეს და შს მინისტრს მიმართეს შეძახილებით „გახარია წადი!“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ბესო შენგელიამ განუცხადა, აქცია ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას, რა მოთხოვნაც მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

„ჩვენი აქცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს - ჯალათი გახარია უნდა წავიდეს დაუყოვნებლივ თანამდებობიდან. ადამიანმა, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქცია დაშალა დამიზნებით, მიბჯენით ესროდა ქართველებს იმიტომ, რომ ვაპროტესტებდით რუსეთის ოკუპაციას და აგრესიას, ასეთი ადამიანის ადგილი არის ციხეში. ეს აქციები გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და შეუერთდებიან დიდი ქალაქებიც. ახალგაზრდები არიან მაქსიმალურად მობილიზებულები. ჩვენ უკან არ დავიხევთ და არ დავთმობთ არაფერს, სანამ გახარიას არ გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე.

ამ აქციის ორგანიზატორები ისევე როგორც მთელ საქართველოში, არიან ახალგაზრდები - აქ არიან პოლიტიკური პარტიებიც, სტუდენტებიც, არასამთავრობო სექტორიც, აბსოლიტურად ყველა ადამიანი, ვისაც სტკივა საქართველო, სტკივა ოკუპაცია და 20 ივნისს ნასროლი ტყვია,“ - განაცხადა ბესო შენგელიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა