გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის” და მასთან  გაიგივებული პარტიების მიზანია,  ისე აიმღვრეს წყალი, რომ იქნებ რამე დიდი პოლიტიკური თევზი ან ღლავი დაიჭირონ

„ნაციონალური მოძრაობის” და მასთან გაიგივებული ყველა პარტიის, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ მიზანია, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია და დაპირისპირება დასავლეთის მიმართულებითაც და ჩრდილოეთის მიმართულებითაც და აქედან გამომდინარე ისე აიმღვრეს წყალი, რომ იქნებ რამე დიდი პოლიტიკური თევზი ან ღლავი დაიჭირონ, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უპერსპექტივოა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ვოლსკის თქმით, არა კარასინის და სხვა რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს, არამედ იმ პოლიტიკას აქვს მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ახორციელებს რუსეთთან ურთიერთობების სტაბილურობის და მეორეს მხრივ, ევროატლატიკური მიმართულებით.

ვოლსკის შეფასებით, აღნიშნულ ფორმულას „ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო” ებრძვიან და ცდილობენ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც არ გამოუვათ.

„მე ვაფასებ სხვანაირად. კარასინი გააკეთებს განცხადებას თუ სხვა ნებისმიერი მაღალჩინოსანი რუსეთიდან, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო მიჰყვება და რომელსაც მხარს უჭერს ვაშინგტონი, ბრიუსელი, ვენაც და ყველა ჩვენი პარტნიორი დედაქალაქი - გვქონდეს დაბალანსებული პოლიტიკა. ამ მცირე ფორმატში ეკონომიკურ საკითხებზე გვქონდეს მოლაპარაკება, რათა კვლავ საქართველოს არ მიადგეს ზიანი. მეორეს მხრივ, არის ინტენსიური ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამ პოლიტიკას და სტაბილურობის ამ ფორმულას ებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“. აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს ყველანაირი განცხადება, რომელსაც მოვისმენთ. ეს არის ისეთი თემა, რომელიც არის სტრატეგიული მიზანი "ნაციონალური მოძრაობის” და მასთან გაიგივებული ყველა პარტიის, მათ შორის “ევროპული საქართველოსი”, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია და დაპირისპირება ორივე მხარის -დასავლეთის მიმართულებითაც და ჩრდილოეთის მიმართულებითაც და აქედან გამომდინარე ისე აიმღვრეს წყალი, რომ იქნებ აქედან რამე დიდი პოლიტიკური თევზი ან ღლავი დაიჭირონ, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უპერსპექტივოა”, - აცხადებს გია ვოლსკი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა