გია ვოლსკი - დიდი თანხები მიაქვს ბიუჯეტიდან ისეთ პარტიებს, რომელთა სახელიც საზოგადოებას არც გაუგია

საკმაოდ დიდი თანხები მიაქვს ბიუჯეტიდან ისეთ პარტიებს, რომელშიც საერთოდ არც პიროვნებებს იცნობს საზოგადოება და არც ამ პარტიის სახელი გაუგიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პარტიული დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ვოლსკის თქმით, პარტიების დაფინანსება უნდა ხდებოდეს ლოგიკურად და არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე.

“მე არ მინდა უტრირებაში შევიდე, მაგრამ ყველა პარტიას და პოლიტიკურ ძალას ჰყავს მხარდამჭერი და თუკი მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში თავის როლი შეასრულონ, რასაკვირველია, იგივე ადამიანების დაფინანსება ბიუჯეტიდანაც უნდა ხდებოდეს. ლოგიკური კავშირი უნდა არსებობდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდეს ეს”,-აცხადებს ვოლსკი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს