ევროპის რეგიონული ასამბლეის ვებ-გვერდზე უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევენ

ევროპის რეგიონული ასამბლეის ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სადაც მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ასამბლეაში ევროპის ქვეყნების 35 რეგიონი, მათ შორის აჭარა და იმერეთია გაწევრიანებული.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს უნიკალური და უძველესი კულტურით მემკვიდრეობა აქვს, ეს ქვეყანა სტუმართმასპინძლობით და სამზარეულოთი გამოირჩევა. მდიდარი ბუნებით მიმზიდველი საქართველო საუკეთესო ადგილია თავგადასავლების მოყვარულთათვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ როგორც ნახევრად უდაბნოებში, ასევე სუბტროპიკულ და ალპურ ზონებში.

სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად ლაშქრობის, თხილამურისა და ველოსიპედის მოყვარულებს საქართველოში დიდი არჩევანი აქვთ. საქართველოში სამი კულტურული ძეგლია, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. საქართველოს აქვს ღვინის მომზადების დიდი კულტურა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციები აქვს. ამ ქვეყანას სახელმწიფოებრივობის 3 000 წლოვანი ისტორია აქვს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანის დასახლების უძველესი ნაშთები საქართველოშია ნაპოვნი, რომელიც 1.7 მილიონი წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო პირველი ევროპელების სამშობლოა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ბოლოს მკითხველს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდის დათვალიერებას ურჩევენ, რომ საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, ფოტო გალერეა დაათვალიერონ და ვიდეო რგოლები იხილონ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“