კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე საჯარო გადაწყვეტილება გამოიცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა საჯარო გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა კრიპტოაქტივის (კრიპტოვალუტის) და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის საკითხები.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, განიმარტა, რომ: კრიპტოაქტივის მიწოდება (კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე) გათავისუფლებულია დღგ-სგან; ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან; კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება არ იბეგრება დღგ-ით, თუ ამ მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ; კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება, როგორც ნებისმიერი სხვა ელექტრონული მომსახურება, იბეგრება დღგ-ით, თუ მომსახურება გაიწევა საქართველოში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025