ჯანდაცვის ახალი მინისტრი - გუნდში ვართ ერთიანი და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს

გუნდში ვართ ერთიანი და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრიობა დაიცვა.

„მინდა ვიყოთ კორექტულები და გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და გიორგი გახარიას ვალდებულება ამ შემთხვევაში იყო სახელმწიფოებრიობის დაცვა, რაც მან შეასრულა. ჩვენ გუნდში ვართ ერთიანი და გიორგის მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს”,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა