სალომე სამადაშვილი - 20 ივნისის მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს არა მხოლოდ გახარიას ან ჩუბინიძის, ასევე პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას

სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს არა მხოლოდ გახარიას ან ჩუბინიძის დაკითხვას, ასევე პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა გააკეთა საკმაოდ მკაფიო გზავნილები იმაზე, რომ აუცილებელია 20 ივნისის ფაქტებზე გამოძიების ჩატარება, თუმცა, მისი თქმით, გამოძიებას ვერ ჩაატარებს ის, ვინც არის კანონდარღვევის ავტორი.

„სახალხო დამცველმა ასევე მკაცრად განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დევნა მხოლოდ გაართულებს პოლიტიკურ პროცესს და ნიკა მელიას დაკავება გაართულებდა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველი გააგრძელებს ჩართულობას პროცესში, თუმცა ვფიქრობ, რომ სანამ გახარია არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან და არ იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი, ჩვენ რეალურად ვერ დავადგენთ სიმართლეს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ.

20 ივნისის ღამის სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს ასევე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას, იმიტომ, რომ აბსურდია სრულფასოვან გამოძიებაზე საუბარი ქვეყანაში, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება ივანიშვილთან შეთანხმებით. 20 ივნისს ვერავინ ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. ასე რომ, სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს არა მხოლოდ გახარიას ან ჩუბინიძის დაკითხვას, ასევე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას პირველ რიგში”,-აცხადებს სამადაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა