სოფო კილაძე - „ევროპული საქართველოს" პოლიტიკური დღის წესრიგი ნამდვილად არ არის ჩვენთვის განმსაზღვრელი

„ევროპული საქართველოს" პოლიტიკური დღის წესრიგი ნამდვილად არ არის ჩვენთვის მთავარი და განმსაზღვრელი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. ამით კილაძემ "ევროპული საქართველოს" მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ის დადგენილება შეაფასა, რომელიც შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესწავლას ითვალისწინებს.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ საკუთარი დღის წესრიგის შექმნას ცდილობს, თუმცა მმართველი პარტია მუშაობს იმ საკითხებზე, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ევროპულ საქართველოს“ თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს და ცდილობს, რომ საკუთარი დღის წესრიგი შექმნას, მაგრამ ჩვენ ვართ მმართველი გუნდი და ჩვენ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური დღის წესრიგი ნამდვილად არ არის ჩვენთვის მთავარი და განმსაზღვრელი. ამიტომ, ჩვენ წავალთ იმ დღის წესრიგით, რომელიც გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ყველა პოლიტიკურ საკითხზე.

გავრილოვის წამოსკუპება იმ სკამზე, რომელზეც ვიხილეთ, ამას ჩვენ თვითონ მივეცით შეფასება და როგორც ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. ასევე, ჩვენ ვახორციელებთ საგამოძიებო მოქმედებებს და კონკრეტული ბრალეულობაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების. იცით, რომ ასევე რამდენიმე პოლიციელს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული და გავაგრძელებთ სამართლებრივ ნაბიჯებს", - აცხადებს კილაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო