ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმაც იციან, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა წარმართოს

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმაც იციან, რომ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია და არ აქვს პოლიტიკური ნება, ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა წარმართოს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ მოლაპარაკებების ამჟამინდელ რაუნდზე კონკრეტული შედეგი მივიღოთ, რუსეთმა და საქართველოს პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გამართული საგარეო პოლიტიკა აქვს.

„იმისთვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ქვეყანამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც და პირველ რიგში რუსეთმა იცოდეს, რომ ქვეყანას აქვს გამართული საგარეო პოლიტიკა, მიმართული ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ. როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას გავრილოვები ჩამოჰყავს და პარლმენტის თავმჯდომარის სავარძელში სვამს, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმაც იციან, რომ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია და არ აქვს პოლიტიკური ნება ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა წარმართოს”,- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო