აფხაზეთის ომში 1993 წელს დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აფხაზეთის ომში 1993 წელს დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს: გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი, ძმათა სასაფლაო და დაესწრნენ დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის ბრძოლაში დაღუპული დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის წევრების ხსოვნის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხრიდა გაჟღერდა შემდეგი გადაწყვეტილებები: ქ. დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევს შეეცვალოს სტატუსი, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად და მიენიჭოს აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის - ოთარ ბურდულის სახელი; ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემო არანისში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი წიკლაურის სახელი; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მთას (კოორდინატები X-518493 Y-4693900) მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელი.

ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს, წითელი ჯვრის საზოგადოების და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მოძიების კომისიის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა