რუსეთში წყალდიდობის  შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დღეს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი აღმოაჩინეს.

საავადმყოფოში გადაყვანილ დაშავებულთა რაოდენობამ 200 ადამიანს მიაღწია, ხოლო მსუბუქად დაშავებულთა რაოდენობა სხვადასხვა წყაროს მიხედვით 750-დან 1300-მდე მერყეობს.

ნანგრევებში ხალხის ძებნა ამ დრომდე გრძელდება და არ არის გამორიცხული, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

გუბერნატორი სერგეი ლევჩენკო საგანგებო სიტუაციის სამინისტროს აბრალებს, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლება და ხალხი არ გაფრთხილეს მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბების თაობაზე. საგანგებო სიტუაციის სამინისტროს საოლქო სამმართველოს უფროსი ვალენტინ ნელიუბოვი კი აცხადებს, რომ მათ წყლის დონის მატების შესახებ გააფრთხილეს ადგილობრივი ხელისუფლებაც და „სმს“ შეტყობინებები გაუგზავნეს საშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასაც, თუმცა სტიქიის მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო