საგარეო უწყება - ინფორმაცია, რომ  აზერბაიჯანმა ჩიჩხიტურისკენ ბილიკის გაყვანა დაიწყო, არ შეესაბამება რეალობას, მიმდინარეობს არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები

გავრცელებული ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მიმართულებით ბილიკის გაყვანა დაიწყო, არ შეესაბამება რეალობას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამ თემასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო სამუშაოები - გარკვეული პაუზის შემდეგ - გაგრძელდა ორმხრივი კომისიის შემადგენლობის განახლებისთანავე. მორიგი შეხვედრა აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართა და ის კონსტრუქციულ, სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა - სრულ შესაბამისობაში საქართველოს და აზერბაიჯანს ურთიერთობებთან.

შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, კომისიის ექსპერტების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივ დათვალიერებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, მომდევნო სამუშაო შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე.

საზღვრის სადელიმიტაციო/სადემარკაციო სამუშაოების საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ყველა საკითხი - როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის - წყდება ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება ბოლო დღეებში მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ბილიკის გაყვანა, არ შეესაბამება რეალობას; ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად/ქედს მიღმა მდებარე ტერიტორიაზე, რაც არანაირად არ ახდენს გავლენას არსებულ „სტატუს ქვოზე“.

აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს და სოციალურ ქსელებში აქტიურ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო საჯარო განცხადებებისაგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს პროცესი,"- აცხადებენ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა