საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი 1913“ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფოთის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი 1913“ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის თანადგომით პრობლემები მოგვარდება.

,,გუნდში მწვავე ფინანსური პროლემებია, რომელიც ოპერატიულ გადაწყვეტას საჭიროებს, რადგან არსებობს სანქციების ფორმები, რომელთა შორისაა ქულების დაკლება და სანტრანსფერო საქმეების წელიწადნახევრიანი აკრძალვა რომელიც ამოქმედდებოდა იმ შემთხვევაში თუკი კლუბი ვერ მოახერხებდა ბურკინა ფასოელი ლეგიონერის პატერსომ კაბორეს დავალიანების დაფარვას. დღეს გუნდს შეუძლია განაცხადოს, რომ ეს უკანასკნელი პრობლემა მოხსნილია, თუმცა 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ფეხბურთელის დავალიანება, რომლებთაც უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება. იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის თანადგომით დროულად გადაილახება გუნდის წინაშე არსებული ყველა ბარიერი და „კოლხეთი 1913“ გააგრძელებს ნორმალურ რეჟიმში მუშაობას, რაც ესოდენ აუცილებელია გუნდისათვის, რათა სპორტული შედეგები, რომელიც ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას რომ წარმატებულია, კვლავაც გაგრძელდეს და გუნდმა მომავალი სეზონიდან მიზნად დაისახოს დაიბრუნოს ადგილი ქართული ფეხბურთის ელიტაში,“- აღნიშნულია ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო